აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და "გამჭვირვალობის შესახებ კანონთან" დაკავშირებით აცხადებს, რომ ის პირდაპირ რუსული სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ამაზე კითხვა ბლინკენს კონგრესმენმა ბილ კიტინგმა დაუსვა.
სახელმწიფო მდივანი აღნიშნავს, რომ კანონი აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და ამას შედეგები მოჰყვება.
"ძალიან შეშფოთებულები ვართ "უცხოეთის აგენტების კანონით", რომელიც [საქართველოში] მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამაზე საპასუხოდ და ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ. ევროკავშირიც განიხილავს, რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე, ასე რომ ვიტყოდი, რომ ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება", - აღნიშნავს ბლინკენი.