
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ 5 ადამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
კერძოდ, მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პატიმრობა გენადი კუპრეიშვილს, ალექსანდრე ჩილაჩავას, ლაშა ივანაძეს, ლევან ჯიქიასა და სულხან ტუღუშს შეუფარდა.
ბრალდების მხარის განცხადებით, დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა.
პროცესის პარალელურად, ხმაური იყო სასამართლოს შენობაში.
"რომელიღაცა მანდატურმა ყელში წამიჭირა, წამაქციეს და ამ წაქცევის შემდეგ, სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანის გაშლილი ხელი მხვდებოდა ცხვირში და შუბლზე", — განაცხადა აქტივისტმა მარიამ სიჭინავამ ფორმულასთან.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.