პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ლელოს რეზოლუციის პროექტს "საქართველოს დაცვის აქტს" მხარი არ დაუჭირეს.
ბიუროზე პროექტის ინიციატორებისთვის დაბრუნების გადაწყვეტილება საბიუჯეტო ოფისის უარყოფითი დასკვნით ახსნეს.
კერძოდ, საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა სხდომაზე თქვა, რომ "წარმოდგენილ რეზოლუციაში შესაბამისი ფინანსური გავლენები მკაფიოდ განსაზღვრული არაა".
გვიდიანის პასუხად, ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ეს ქართული ოცნების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
20 ნოემბერს ლელომ "საქართველოს დაცვის აქტი" წარადგინა, რომლის მიზანიც პარტიის ლიდერების თქმით, ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესების დაცვაა.
ლელოს წარმოდგენილი გეგმა მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:
ევროკავშირის სანქციებთან სრულად შეერთება - სავიზო რეგულაციების დაწესება რუსეთის მოქალაქეებისთვის;
დასაქმების ბაზრის დაცვა;
მიწის გაყიდვის შეზღუდვა;
რუსული სანომრე ნიშნიანი მანქანების აკრძალვა;
რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვა;
რუსული ბიზნესისთვის საოკუპაციო მოსაკრებლის დაწესება;
რუსეთთან ფრენების აკრძალვა;
რუსული სატელევიზიო არხების მაუწყებლობის აკრძალვა;
რუსული ფონდების აკრძალვა.