ის არის დიდი ქართული უმრავლესობის, ახალგაზრდობის წარმომადგენელი და ჩვენ არ უნდა მივცეთ საჯიჯგნად ხელისუფლებას ეს ახალგაზრდა კაცი. ამიტომ, მთელი ჩვენი ენერგია და მთელი ახალგაზრდული ენერგია უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს ამ ახალგაზრდა კაცის დასაცავად. იმიტომ, რომ ის უკვე წინასწარაა არჩეული მსხვერპლად, ისე, რომ არ ყოფილა სასამართლო დადგენილება. მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია პრემიერმინისტრმაც კი, ასევე, უმრავლესობის ხელმძღვანელმა, რაც პირდაპირი ნიშანია, რომ საქართველოში კანონი, კანონიერება ყველას ფეხებზე ჰკიდია.