ბაზაძის დამარცხებაზე ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ორგანიზაციაში საჩივარი გაგზავნა

ბაზაძის დამარცხებაზე ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ორგანიზაციაში საჩივარი გაგზავნა

საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით პარიზის ოლიმპიადაზე სანდრო ბაზაძე, სავარაუდოდ, მსაჯების მხრიდან დაიჩაგრა.

ამის გამო ფარიკაობის ფედერაციამ საერთაშორისო ორგანიზაციაში საჩივრის წერილი გაგზავნა.

"[საზოგადოების აზრს] იზიარებს როგორც ფედერაცია, ასევე ფარიკაობაში გათვითცნობიერებული ნებისმიერი პირი და გვინდა აღვნიშნოთ, რომ არამხოლოდ გადამწყვეტი ქულა, არამედ სანდროს მიერ მიყენებული 5 დარტყმაც მოწინააღმდეგეს ჩაეთვალა. შესაბამისად, ფედერაციამ მოამზადა საჩივრის წერილი, რომელიც ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა კომისიის პრეზიდენტს გადაეგზავნა. წერილში აღნიშნულია ყველა გარემოება, რომლის მიხედვითაც სანდრო ბაზაძის მიმართ, სავარაუდო უსამართლობას ჰქონდა ადგილი", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ოლიმპიურ თამაშებზე სანდრო ბაზაძე 1/8 ფინალში ეგვიპტელ ამერთან 14:15 დამარცხდა.