ბათუმში ძლიერმა ქარმა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახურავი დააზიანა. ამის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში ფორმულას განუცხადეს, შედეგად არავინ დაშავებულა.
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა მახინჯაურშიც - საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთში არსებული ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურში ხე წაიქცა და საკონტაქტო ქსელი დააზიანა.
მათი განცხადებით, მომხდარის გამო, რამდენიმე რეისი შეყოვნდა - ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება.
საქართველოს რკინიგზაში აცხადებდნენ, რომ თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და მოძრაობა სრულად, დაახლოებით, 12 საათისთვის განახლდება.