საქართველოს რკინიგზის ცნობით, დასავლეთში არსებული ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურში ხე წაიქცა და საკონტაქტო ქსელი დააზიანა.
მათი განცხადებით, მომხდარის გამო, რამდენიმე რეისი შეყოვნდა - ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება.
საქართველოს რკინიგზაში აცხადებდნენ, რომ თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და მოძრაობა სრულად, დაახლოებით, 12 საათისთვის განახლდება.
ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სურვილის შემთხვევაში, მგზავრებს ბილეთების დაბრუნება შეუძლიათ - ბილეთის საფასურს სრულად ანაზღაურდება.