ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი კაცის სამძებრო სამუშაოები ნისლისა და ზვავსაშიშროების გამო კვლავ შეწყდა.
ციხისჯვრის მიმდებარე მთებში, მთელი დღის განმავლობაში მაშველები და ათობით ადგილობრივი 48 წლის კაცს ნიჩბებით და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით ეძებდა.
სამუშაოებს ართულებს მიუვალი ადგილი და თოვლის დიდი მასა, რის გამოც ტერიტორიაზე ტექნიკა ვერ მუშაობს. ძებნა-შველის ოპერაციაში დღეს კინოლოგებიც ჩაერთნენ.
ზვავი ბაკურიანში გუშინ დილით ჩამოწვა, როცა მთაში სასრიალოდ 5 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთის - 48 წლის კაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობდა.
გუშინ დილით, ბაკურიანში ჩამოწოლილმა ზვავმა 48 წლის კაცი მოიყოლა.