ბაიდენი თქმით, ტრამპის შეჩერება მეორე ვადისთვის კენჭისყრის მოტივაციაა

ბაიდენი თქმით, ტრამპის შეჩერება მეორე ვადისთვის კენჭისყრის მოტივაციაა


აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, მეორე ვადით კენჭისყრის მოტივაცია ნაწილობრივ უკავშირდება იმას, რომ დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს.

"მის გამარჯვებას ვერ დავუშვებთ", - თქვა ბაიდენმა ჟურნალისტებთან.

Fox News-თან ინტერვიუს დროს ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად დაბრუნების შემთხვევაში ძალაუფლებად ბოროტად არ გამოიყენებს "გარდა პირველი დღისა". ტრამპის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში "პირველ დღეს" თავის უფლებამოსილებას მექსიკასთან სამხრეთის საზღვრის დაკეტვასა და ნავთობის მოპოვების გაფართოებისთვის გამოიყენებს.

გარდა ამისა, ტრამპის აზრით, ბაიდენი საკმაოდ მოხუცია ასეთი პოლიტიკური მატჩ-რევანშისთვის.

ამ ეტაპზე არც ჯო ბაიდენი და არც დონალდ ტრამპი თავიანთი პარტიებიდან ოფიციალურ კანდიდატებად დასახელებულნი არ არიან.

ბოსტონში კამპანიის დაფინანსების შეგროვების ღონისძიებაზე ბაიდენმა ჟურნალისტებთან თქვა: "ტრამპს რომ კენჭი არ ეყარა, არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვიყრიდი კენჭს. მაგრამ ვერ დავუშვებთ მის გამარჯვებას".