ბაღდათის მუნიციპალიტეტში ძაღლს სანადირო თოფიდან ესროლეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ძაღლს სანადირო თოფიდან ესროლეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში ძაღლი სანადირო თოფით დაჭრეს.

არსებული ცნობებით, ძაღლმა დაზიანებები რამდენიმე ადგილას მიიღო, ხოლო ოპერაციის ჩატარების შემდეგ, ის ამ დრომდე, კლინიკაში რჩება.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.