ბაჩიაშვილის პროცესი დაიხურა, სხდომაზე დღეს დისტანციურად ივანიშვილს გამოკითხავენ

ბაჩიაშვილის პროცესი დაიხურა, სხდომაზე დღეს დისტანციურად ივანიშვილს გამოკითხავენ

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა. დღევანდელ სხდომაზე ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოკითხონ. დისტანციურად გამოკითხვა მან უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოითხოვა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მისი ასაკიდან გამომდინარე ივანიშვილისთვის ხანგრძლივი გამოკითხვა რთული იქნება.

6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება.

ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა.