აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით იმყოფება.

6 აგვისტოს სომხეთმა დაადასტურა, რომ ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონს პრემიერი ნიკოლ ფაშინიანიც ეწვევა. მედია წერს, რომ აშშ-ში ისიც მალე ჩავა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერის მონაწილეობით აშშ-ში სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი, რომელსაც დონალდ ტრამპი უხელმძღვანელებს.

შეხვედრის მიზანი - რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაა.

შეხვედრა 7-8 აგვისტოს გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდება.