ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არიან დაშავებულები

ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არიან დაშავებულები

ხაშური-ქარელის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - არიან დაშავებულები. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახურია მობილიზებული.

შსს-ის ინფორმაციით, მსუბუქი დაზიანება მიიღო სამმა ადამიანმა და მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.