
ავსტრალიას ტროპიკულმა ციკლონმა ალფრედმა გადაუარა, რის შედეგადაც ძლიერმა წვიმამ უელსის რამდენიმე დასახლებული რაიონი წყლით დაფარა.
ქვეყნის პრემიერმინისტრმა მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ამინდის მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს და სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდეს.
"ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიფხიზლე. ეს ძალიან სერიოზული მეტეოროლოგიური მოვლენაა. ახლა დროა ყურადღება არ მოვადუნოთ, სახლში დავრჩეთ და ერთმანეთზე ვიზრუნოთ“ – განაცხადა მან.
პოლიციამ დაადასტურა, რომ 61 წლის მამაკაცი, რომელიც ახალი სამხრეთ უელსის ქალაქ დორიგოს მახლობლად დატბორილ მდინარეში გაუჩინარდა, გარდაიცვალა – მისი ცხედარი შაბათს იპოვეს.
სინოპტიკოსების შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ციკლონი კვინსლენდში 1974 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა, როცა რეგიონს ციკლონი ვანდა დაატყდა თავს