![შსს: 10 თებერვალს, რუსთაველზე გზის გადაკეტვის მცდელობისთვის პოლიციამ 4 პირი დააკავა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/695998ad-7dcb-4421-8f46-aa9dc333a478.jpg)
ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ ნიკოლოზ ჯავახიშვილთან ადვოკატი დავით გამყრელიძე შევიდა და დანაშაულის აღიარებას სთხოვდა.
"მოშიმშილე ნიკოლოზ ჯავახიშვილთან შევიდა ადვოკატი დავით გამყრელიძე ოჯახთან შეუთანხმებლად (რაც კანონის დარღვევაა) და სთხოვდა ეღიარებინა დანაშაული და ხელი დაედო ბიჭებისთვის ეს ინფო მომაწოდა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, მაქვს მტკიცებულებაც",- წერს ავსაჯანიშვილი.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებთ დააკავეს. მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.