ავტოსაგზაო შემთხვევას სამეგრელოში 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 4.
ცნობილია, რომ შემთხვევა სენაკი-ნოსირის მონაკვეთზე მოხდა, სადაც ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ამ დროისთვის დაშავებულები სენაკისა და ქუთაისის კლინიკებში არიან გადაყვანილნი.
ფორმულას შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.