ბალდის კანიონში ადგილობრივებს შესვლა შეუზღუდეს. აქამდე მოსახლეობა უპრობლემოდ სარგებლობდა, ზაფხულში ბავშვები კანიონის ტერიტორიაზე ისვენებდნენ, იყენებდნენ სარეკრეაციოდ. ახლა კანიონის მიმდებარედ სივრცე შემოღობილია. მოსახლეობა შიშობს, რომ შესაძლოა კომპანიას, რომელსაც კანიონი სახელმწიფომ 40-წლიანი იჯარით გადასცა, საეჭვო კავშირები ჰქონდეს. ადგილობრივები ხედავენ რისკს, რომ საფასურის გადახდაც გაუჭირდებათ.