Reuters-ის ცნობით, შეერთებული შტატები დიპლომატიურ ბრძოლას ხელმძღვანელობს, რათა ისრაელი, გოლანის მაღლობზე სასიკვდილო სარაკეტო დარტყმის საპასუხოდ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე თავდასხმისგან შეაჩეროს.
გამოცემა სანდრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონი ცდილობს ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ლიბანურ მოძრაობა ჰეზბოლას შორის სრულმასშტაბიანი ომი თავიდან აიცილოს.
ისრაელი და აშშ სარაკეტო თავდასხმაში ჰეზბოლას ადანაშაულებენ, თუმცა დაჯგუფება პასუხისმგებლობას უარყოფს.
თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისრაელს სრული უფლება აქვს, გოლანის თავდასხმას უპასუხოს, მაგრამ სრულმასშტაბიანი ომი არავის სურს.
28 ივლისს ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰეზბოლამ ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა.
ოფიციალური თელავივის განცხადებით, ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 30 ჭურვი ისროლეს.
გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის, რომელიც აქამდე არ გადაუხდია".
ნეთანიაჰუს განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ჰეზბოლას მიერ უდანაშაულო ბავშვებისა და ხალხის მკველობის გამო შეშფოთებულია.