აშშ-მა გაეროს უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი წარუდგინა

აშშ-მა გაეროს უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი წარუდგინა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავს ეხმიანება.

აშშ-ის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი, რომელიც სააგენტო Reuters-მა მოიპოვა, სამ პუნქტს მოიცავს. ტექსტში გამოხატულია მწუხარება კონფლიქტის მსხვერპლთა გამო და ხაზგასმულია გაეროს უმთავრესი დანიშნულება – საერთაშორისო მშვიდობის დაცვა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება. რეზოლუცია ასევე "მოითხოვს ომის სწრაფად დასრულებას და უკრაინასა და რუსეთს შორის მდგრადი მშვიდობის დამყარებას."

რუსეთმა ტექსტში ცვლილების შეტანა მოითხოვა. მოსკოვის წინადადებით, ტექსტს უნდა დაემატოს ფრაზა: „მოითხოვს კონფლიქტის სწრაფად დასრულებას, მათ შორის მისი ძირეული მიზეზების განხილვით.“

გაეროში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ ამერიკული ინიციატივა "კარგ ნაბიჯად" შეაფასა. ერთ-ერთმა რუსმა დიპლომატმა, რომელიც ანონიმურობის დაცვით საუბრობს, აღნიშნა, რომ თუ რუსეთის შესწორება გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცდება, მოსკოვი აშშ-ის რეზოლუციას მხარს დაუჭერს.