როგორ არის, იცით? მაგალითად, ჟურნალისტი ციხეში ზის იმის გამო, რომ პოლიციელს ხელი დაარტყაო და პოლიციელი ხელუხლებელიაო. პოლიციელი ხელუხლებელი მაშინ არის, როდესაც პოლიციელისგან უდანაშაულო ადამიანი ხელუხლებელია. ასევე, რაღაც კანონებს იღებენ - როდესაც შენ თვითონ არღვევ ყველაზე დიდ კანონს, კონსტიტუციას, რომლის უფლებაც არ ჰქონდათ, რომ რაც კონსტიტუციაში წერია, იმის საწინააღმდეგო განცხადებას აკეთებენ, მაშინ რატომ არის ხალხი ვალდებული, რომ კანონდამრღვევს კანონებში დაემორჩილოს, მათ მიერ შექმნილ კანონებში. [...]
ესენი სახალხოდ არ ინდობენ ახალგაზრდობას, ყველას თვალწინ გუშინ ვნახე, რომ ვიღაც ჯინსებიანი კაცი, ზემოთ ეცვა პოლიციის ქურთუკი, ნიღაბი და არ ვიცი, ის ვინ იყო საერთოდ, იყო რომ პოლიციელი? ასეთი ხალხი სცემს ქალებს, ბავშვებს და ეს ხალხი ხელუხლებელი უნდა იყოს, რატომ? არსებობს რაღაც ზნეობრივი, მორალური კანონები, რომელიც საფუძვლად უდევს ყველა სახელმწიფოს კანონს, შინაგანი, ადამიანური კანონები და ყოველგვარ მორალს როდესაც გადასული ხარ, მაშინ შენს მიერ მიღებულ კანონს რა აზრი აქვს? უაზრობაა ეს ყველაფერი.
თქვა არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა გიორგი თარგამაძის ფორმულაში.