უვიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მოქალაქეებისთვის? დღეს არცერთი თავმოყვარე ქვეყანა არ თანამშრომლობს რუსეთთან.მთელი მსოფლიო აწესებს სანქციებს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პუტინის დაკავების ორდერს გასცემს და ამ დროს, ღარიბაშვილი უვიზო რეჟიმს აცხადებს.
ბრავო. მოუთმენლად ველი სიახლეებს ლარის რუბლით ჩანაცვლების შესახებ.
აღარაფერი გაგვაკვირვებს.
წერს Facebook-ზე უკრაინის პარლამენტში მმართველი პარტიის - ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება.