ალასანია სააკაშვილზე: ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა

ჯანმრთელობა დაახლოებით, აი, იმ მდგომარეობაში დამხვდა, სიცხეები არის, წნევა, ეს ყველაფერი არის სისუსტე, უჭირს სიარული. ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა. რომ დგება, ეს ხერხემალი სრულიად გადაღუნულია, 100 წლის ადამიანივით. ძლივს მიჩოჩავს.

განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ.