აქუბარდია სანქციებზე: ივანიშვილი მოწყვეტილია რეალობის აღქმას, გაწირავს ნებისმიერ თანაგუნდელს

ის რომ ბიძინა ივანიშვილი მოწყვეტილია რეალობის აღქმას, დღევანდელი მოცემულობითაც ჩანს - ის გაწირავს ნებისმიერ თანაგუნდელს ესეც ძალიან კარგად ჩანს, იმიტომ რომ აქამდე ივანიშვილი როგორც ჩანს საკუთარ თანაგუნდელებს უმტკიცებდა, რომ სანქციები არ იქნება. იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება კვლავ გააგრძელებს ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლას, ამას მოჰყვება სხვა ღონისძიებები, არა მხოლოდ სავიზო, არამედ მათ შორის ფინანსური შეზღუდვები

განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

***

სახელმწიფო დეპარტამენტი რუსულ კანონზე პასუხისმგებელ ან თანამონაწილე რამდენიმე ათეულ პირს სავიზო სანქციები დაუწესა.