აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში ადასტურებენ.

კერძოდ, გამოძება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ. ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საუბარია გუშინ მომხდარ შემთხვევაზე, როცა ათონელის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე ავტომობილი შევარდა. შედეგად დაშავდა 2 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთს, მისი ადვოკატის თქმით, ნეკნი აქვს მოტეხილი.