WSJ: ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ რეიდები დაიწყება

WSJ: ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ არალეგალური მიგრანტების წინააღმდეგ რეიდები დაიწყება

Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 21 იანვარს, ჩიკაგოში მასშტაბური საიმიგრაციო რეიდის დაწყებას აპირებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ოპერაცია ერთი კვირის მანძილზე გაგრძელდება და არალეგალი მიგრანტების იდენტიფიცირებასა და დეპორტაციას ისახავს მიზნად.

გავრცელებული ინფორმაციით, რეიდების მთავარი სამიზნე კრიმინალური წარსულის მქონე მიგრანტები იქნებიან, მათ შორის ისინიც, ვინც საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია ან სხვა დანაშაული ჩაიდინა.

Wall Street Journal-ის ცნობით, ჩიკაგოს შემდეგ, მსგავსი რეიდები შესაძლოა ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, დენვერსა და მაიამიშიც განხორციელდეს.