
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა, 15 მარტს "მსურველთა კოალიციის" ლიდერებთან ვირტუალურ შეხვედრაზე უკრაინაში დასავლური სამშვიდობო ძალების შექმნის შესახებ ისაუბრა და გეგმა წარადგინა.
გამოცემა The Times-ის სანდრო წყაროს ინფორმაციის თანახმად წერს, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, 10 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე უკრაინაში გაგზავნოს.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კირ სტარმერმა შეხვედრაზე რამდენიმე ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა, რომლებიც სახმელეთო ძალების გაგზავნას დათანხმდა.
"ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ძალა ბევრი ქვეყნის მონაწილეობით, რომლებიც ჯარებს განალაგებენ და კიდევ უფრო დიდი ჯგუფი იმ ქვეყნებისა, რომლებიც სხვა გზით შეიტანენ წვლილს", - უყვება წყარო გამოცემას.
ამასთან, წყაროს ცნობით, შეხვედრაზე 35-მდე ქვეყანა პოტენციური სამშვიდობო დანიშნულების მიზნით იარაღის მიწოდებასა და ლოჯისტიკური და სადაზვერვო მხარდაჭერის გაწევაზე შეთანხმდა.