TI: ​​​​​​​უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ არჩევნების დაკვირვებას

TI: ​​​​​​​უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ არჩევნების დაკვირვებას

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს განცხადებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ მათ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა, რომელიც ორგანიზაციისა და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, ეკა გიგაურისთვის, სპეციალური სტატუსის მინიჭებას გულისხმობდა.

"ანტიკორუფციულმა ბიურომ 4 ოქტომბერს ოფიციალურად გვაცნობა, რომ მისმა უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა გააუქმა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა და მისი აღმსარულებელი დირექტორის ეკა გიგაურის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება სპეციალური სტატუსის მინიჭების შესახებ. შესაბამისად, ორგანიზაციას და მის დირექტორს მოხსნილი აქვთ სტატუსი, რაც ხელს უშლიდა არჩევნების დაკვირვებას.

ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა ყველა ის ვალდებულება, რომელიც სპეციალური სტატუსიდან გამომდინარე უკანონოდ დაგვეკისრა", - წერია განცხადებაში.

ანტიკორუფციულის გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც სტატუსის მინიჭების გაუქმებას ითვალისწინებს, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას კვლავ გააგრძელებს.

"უკანონო გადაწყვეტილების უკან წაღების შემდეგ, ვაგრძელებთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს სახელით", - წერია განცხადებაში.

***

ანტიკორუფციულმა ბიურომ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი 2 ოქტომბერს მოუხსნა. ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი მაშინ ამბობდა, რომ გადაწყვეტილებას "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" მიიღო.

მანამდე, 1-ელ ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციულს მიმართა, ორგანიზაციისთვის სტატუსი მოეხსნა.