
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, ქართული ოცნების ოლიგარქმა დეპუტატმა გიორგი ჭყონიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 37 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო.
კერძოდ, TI-ის თანახმად, მისმა კომპანია გზამ 5 სახელმწიფო შესყიდვიდან 37 095 628 ლარი მიიღო - ამ თანხის 91,7% (34 017 338 ლარი) ბათუმის მუნიციპალური ა(ა)იპ-ის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ 4 ტენდერზე მოდის, ხოლო 3 078 290 ლარი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტენდერიდან მიიღო.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ჯამურად, გიორგი ჭყონიას კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 2011-2025 წლებში 392 მილიონ ლარამდე მიიღო.
TI-იმ გიორგი ჭყონიას წარსული ბიზნეს საქმიანობა და სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებული სარგებელი ადრეც გამოიკვლია.
გიორგი ჭყონიამ საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების საარჩევნო სიით მიიღო მონაწილეობა და იყო ქობულეთის დელეგატი. მან 2016 წლიდან დღემდე ქართულ ოცნებას 400 000 ლარი შესწირა, მისმა ბიზნესპარტნიორებმა და კომპანიების დირექტორებმა - 1 000 000 ლარზე მეტი.