Reuters: აშშ და უკრაინა იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმების გასაფორმებლად ემზადებიან

Reuters: აშშ და უკრაინა იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმების გასაფორმებლად ემზადებიან

Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და უკრაინა იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმების გასაფორმებლად ემზადებიან.

სააგენტოს თანახმად, დონალდ ტრამპმა განუცხადა თავის მრჩევლებს, რომ სურს შეთანხმების შესახებ კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს გამოაცხადოს.

ეს ინფორმაცია Reuters-ს სამმა ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის ხელმოწერილი და ვითარება, შესაძლოა, შეიცვალოს.

Reuters-მა ამ ინფორმაციის დასაზუსტებლად თეთრ სახლს კითხვით მიმართა, თუმცა მათ ამაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

***

პირველ მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმების ხელმოწერა გააუქმა.

თეთრ სახლში თქვეს, რომ ხელმოწერის ცერემონია გაუქმდა მას შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში ორი ქვეყნის ლიდერს შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი ნაადრევად დატოვა. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის წარმომადგენლებმა თეთრი სახლი დატოვეს.