
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობა დაასრულეს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, საუბარია საბანკო და ენერგეტიკულ ზომებზე, რომლებიც მიზნად მოსკოვზე ზეწოლის გაზრდას ისახავს, რათა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას უკრაინის ომის დასრულებაში.
გამოცემის ცნობით, სანქციების სამიზნეა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ენერგეტიკული გიგანტი "გაზპრომი" და ბუნებრივი რესურსებისა და საბანკო სექტორში ჩართულ სხვა მსხვილი სუბიექტები.
თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, დაამტკიცებს თუ არა პაკეტს ტრამპი.