რუსული პროსახელისუფლებო სააგენტო RIA წერს, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები აღადგინა, საქართველო რუსი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა. შესაბამისი განცხადება კრემლისტურ მედიასთან ბილეთების დაჯავშნის სერვისის პრესსამსახურმა გააკეთა, "შიდა კვლევებზე" დაყრდნობით.
RIA-ს ცნობით, კომპანია ავიასეილსში ივნისში გაყიდული ბილეთების სტატისტიკა შეისწავლეს.
"საქართველო, რომელთანაც პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა, გახდა ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება, თურქეთის შემდეგ. პირდაპირი ფრენა მოსკოვი-თბილისი 21 600 რუბლი ღირს, ერთი მიმართულებით", - ამბობენ ბილეთების დაჯავშნის სერვისში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
გუშინ, 19 მაისს, პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.
კიდევ ერთი აქცია რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება- პარლამენტთან, 20:00 საათზე გაიმართა.
რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут--მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings-ი ასევე ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.
ამავე თემაზე:
"ოპერირებს რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში" - Азимут-ი უკრაინაში სანქცირებულია
აშშ-ისა და უკრაინის მიერ სანქცირებული Red Wings საქართველოში ფრენებს იწყებს
საქართველოში ოპერირება უკრაინაში სანქცირებულ კიდევ ერთ რუსულ ავიაკომპანიას სურს