PHR: ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციოშიც მოიგეს

PHR: ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციოშიც მოიგეს

პარტნიორობა ადამიანის უფლებების ცნობით, ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს.

ორგანიზაციის ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მწვრთნელის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.

მოსამართლეთა შემადგენლობა: თავმჯდომარე ირმა პერანიძე და მოსამართლეები: მალხაზ ჩუბინიძე და ინდირა მაშანეიშვილი.

საქმეზე მუშაობდნენ phr -ის ადვოკატები სოფი მენაბდიშვილი, ანა თავხელიძე და ანა აბაშიძე.