ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთმა ბახმუტის მიმართულებით ჯარისკაცების რაოდენობა გაზარდა.
"ბახმუტის მიმართულებით მოქმედი უკრაინული ბრიგადის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთმა ბახმუტის მიმართულებით ჯარისკაცების რაოდენობა გაზარდა. რუსებს 80 000-მდე სამხედრო ჰყავთ მობილიზებული.
ამასთან, რუსეთის "მოხალისეთა კორპუსის" ქვედანაყოფები ბახმუტის მიმართულებით თავდასხმებს ახორციელებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალები ქალაქ ბახმუტის მიმართულებით ბრძოლას აგრძელებენ, თუმცა მათი წინსვლის შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება.