IRI: მოსახლეობის 87% ქვეყნის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს

IRI: მოსახლეობის 87% ქვეყნის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს

IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს ასახელებს.

შეკითხვაზე, ჩამოთვლილი ქვეყნებიდან რომელია საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხის მომტანი ქვეყანა, პასუხები ასე გადანაწილდა:

[კითხვაზე დასაშვები იყო რამდენიმე პასუხის გაცემა]

  • რუსეთი - 87%
  • აშშ - 8%
  • თურქეთი 8%
  • ირანი - 4%
  • სომხეთი - 3%
  • აზერბაიჯანი - 3%
  • ევროკავშირი - 3%
  • უკრაინა - 2%
  • არ ვიცი/უარი პასუხზე - 6%

ამასთან, კვლევის თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი ყველაზე დიდი ეკონომიკურ საფრთხედაც რუსეთს ასახელებს.

  • რუსეთი - 76%
  • თურქეთი - 6%
  • აშშ- 5%
  • ევროკავშირი -2%
  • უკრაინა - 2%

IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. გამოიკითხა საქართველოს 1500 მოქალაქე 18 წლის ზემოთ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და ეს რაოდენობა გენერალური მოსახლეობის ჭრილში რეპრეზენტატულია ასაკის, სქესის, რეგიონის და დასახლების ზომის მიხედვით. გამოპასუხების მაჩვენებელმა შეადგინა 63%. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტული პუნქტი. კვლევა დაფინანსდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.