IAEA-ის ხელმძღვანელი უკრაინაში ჩავა და ზელენსკის შეხვდება

IAEA-ის ხელმძღვანელი უკრაინაში ჩავა და ზელენსკის შეხვდება

ოკუპანტების მიერ კახოვკის ჰესის დაბომბვის შემდეგ, გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი უკრაინაში გაემგზავრა. მისი თქმით, ამ საკითხზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

"მივდივარ უკრაინისკენ, რომ შევხვდე პრეზიდენტ ზელენსკის და ნოვა კახოვკის კაშხლის კატასტროფული დატბოვრის შედეგებზე დახმარების პროგრამა წარვუდგინო. შევაფასებ სიტუაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე", - წერს ის.

6 ივნისს რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

ამავე თემაზე: