Edison Research-ის კვლევის თანახმად, 61%-ს სჯერა, რომ ელექტრონულად ხმის მიცემის პირობებში კონფიდენციალურობა სრულიად დაცული იქნება. 22%-ს კონფიდენციალურობის დაცვის არ სჯერა, ხოლო 17% ამბობს, რომ არ იცის ან არ აქვს საკმარისი ინფორმაცია.
ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთითა და დაფინანსებით, ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაციამ Edison Research-მა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. გამოკითხვა ჩატარდა 10.09-22.09 პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. პირისპირ კვლევის მეთოდით გამოიკითხა 1200 არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.8% საქართველოს მასშტაბით, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.