დღეს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად დაიწყებს.
გაწევრიანების მოლაპარაკებები აღნიშნულ ქვეყნებთან ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება, რომელიც დღეს ლუქსემბურგში გაიმართება.
ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში მთავრობათაშორისი კონფერენცია კანდიდატ ქვეყანასა და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს შორის მოლაპარაკებაა, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების დებულებები განიხილება და თანხმდება.
კონფერენციაზე ევროპული მხარე მოლაპარაკებების ჩარჩოს წარადგენს, რომელიც შემდგომი მოლაპარაკებების საფუძველი გახდება და მის შინაარსს, ფორმატსა და წესრიგს განსაზღვრავს.