EU-ის წარმომადგენლობა: მივესალმებით კანონის გაწვევას, განაახლეთ პროევროპული რეფორმები

EU-ის წარმომადგენლობა: მივესალმებით კანონის გაწვევას, განაახლეთ პროევროპული რეფორმები

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მიესალმება რუსული კანონპროექტის გაწვევას და მოუწოდებს პოლიტიკურ ლიდერებს, განაახლონ მუშაობა ევროკავშირის რეკომენდაციებზე.

"მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევის შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით განაახლონ პროევროპული რეფორმები 12 პრიორიტეტის შესაბამისად საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღწევის მიზნით"- წერია განცხადებაში.

ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გაიწვევს.

ქართულმა ოცნებამ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი პროტესტის შედეგად მიიღო.

მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაა საუბარი კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიაზე, რომელსაც ე.წ. ამერიკულ ვარიანტს უწოდებდნენ.