ლევან ჯანგველაძის მკვლელობაზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ლევან ჯანგველაძის მკვლელობაზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთივე პირს - გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭაშვილს, მამუკა ბაღდავაძეს, დავით მიქაძეს და გიროგი ჯოხაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დავით მიქაძეს და გიროგი ჯოხაძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ.

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე მიუთითებდა ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულის განმეორების, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეზე, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატების თქმით, საქმე დაუსაბუთებელია და მოწმის ჩვენებაზეა აგებული.

გიორგი მიქაძემ სასამართლოში ბრალეულობა უარყო და განაცხადა, რომ წინასწარი გაფრთხილების მიუხედავად ქვეყანა არ დაუტოვებია.

მომდევნო სასამართლო სხდომა 6 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.