ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 80 წლამდე კაცი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 80 წლამდე კაცი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 80 წლამდე კაცი ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, 1946 წელს დაბადებულმა კაცმა ურთიერთშელაპარაკებისას 1950 წელს დაბადებულ მეუღლეს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.