
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინ-ზელენსკის პოტენციურ შეხვედრაში შესაძლოა ევროპელმა ლიდერებმაც მიიღონ მონაწილეობა.
„უფრო მნიშვნელოვანი მეორე შეხვედრა იქნება, რომელსაც ჩვენ გავმართავთ. ჩვენ გვექნება შეხვედრა პრეზიდენტ პუტინთან, პრეზიდენტ ზელენსკისთან, იქ მეც ვიქნები და შესაძლოა, რამდენიმე ევროპელი ლიდერიც მოვიწვიოთ, შესაძლოა, არა“, – აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, სჯერა, რომ პუტინი და ზელენსკი მზად არიან მშვიდობისთვის, თუმცა უკრაინაში ომის დასრულება უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა.
„ვფიქრობდი, ყველაზე მარტივი ეს იქნებოდა. სინამდვილეში, ეს ყველაზე რთულია“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი რომ არ ყოფილიყო, პუტინი მთელ უკრაინას დაიკავებდა.
„მე პრეზიდენტი ვარ და ეს ჩემთან არ გაუვა… ეს ჩემს დროს არ დაწყებულა და ოთხი წლის განმავლობაში ამაზე საუბარიც კი არ ყოფილა. წასვლის შემდეგ კი ვხედავდი, რა ხდებოდა. ყველა დამნაშავეა – პუტინია დამნაშავე, ყველა დამნაშავეა“, – დასძინა მან.