ევროკავშირმა განაცხადა, რომ ირანის ახალ პრეზიდენტთან, მასუდ ფეზეშქიანთან მოლაპარაკებებში ჩართვსისთვისა და თანამშრომლობისთვის მზად არის.
EU-ის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერმა, ნაბილა მასრალიმ ფეზეშქიანს გამარჯვება მიულოცა.
"ვულოცავთ არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვებას. ჩვენ მზად ვართ, ახალ მთავრობასთან ვითანამშრომლოთ", - წერს მასრალი X-ზე.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ ფეზეშქიანმა გაიმარჯვა. არჩევნებში 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მონაწილებდა, საიდანაც ხმების 53%-ზე მეტი მან მიიღო.
69 წლის კარდიოქირურგი და ირანის პარლამენტის წევრი, მასუდ ფეზეშქიანი ამომრჩევლებს ერთიანობასა და ირანის მსოფლიოსგან იზოლაციას დაჰპირდა.