Bloomberg: ტრამპმა ორბანთან განიხილა, რატომ ბლოკავს უკრაინის EU-ში წევრობის მოლაპარაკებებს

Bloomberg: ტრამპმა ორბანთან განიხილა, რატომ ბლოკავს უკრაინის EU-ში წევრობის მოლაპარაკებებს

გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, უნგრეთის პრემიერს ვიქტორ ორბანს დაურეკა, რათა განეხილა, თუ რატომ ბლოკავს უნგრეთის პრემიერი ევროკავშირთან უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებს.

ინფორმაციის თანახმად, ვიქტორ ორბანთან დარეკვის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში, დონალდ ტრამპთან ერთად უკრაინაში რუსეთის ომი დასრულების გზებს განიხილავდნენ.

წყაროების თქმით, გარკვეულ მომენტში, ევროპელმა ლიდერებმა დონალდ ტრამპს სთხოვეს, გამოეყენებინა თავისი გავლენა ვიქტორ ორბანზე, რათა მას შეეწყვიტა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე წინააღმდეგობა.

წყაროები აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარის დროს ვიქტორ ორბანმა ასევე გამოხატა ინტერესი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შროსი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის მასპინძლობის თაობაზე.

პირებმა, რომლებმაც დონალდ ტრამპისა და ვიქტორ ორბანის სატელეფონო საუბრის დეტალები გაახმაურეს, ანონიმურ წყაროდ დარჩენა ითხოვეს.