BBC: ზელენსკი უარს ამბობს პუტინის წინადადებაზე, შეხვედრა მოსკოვში ჩატარდეს

BBC: ზელენსკი უარს ამბობს პუტინის წინადადებაზე, შეხვედრა მოსკოვში ჩატარდეს

BBC-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტის შეთავაზებაზე, რომ შეხვედრა მოსკოვში გაიმართოს, უარი განაცხადა.

ინფორმაციას BBC ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის, საინფორმაციო სააგენტო AFP-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ზელენსკისთან მოსკოვში შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

გუშინ, ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაიწყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება.

დონალდ ტრამპმა The Truth Social-ზე დაწერა, რომ მან ეს საკითხი ვლადიმერ პუტინთან თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.

დონალდ ტრამის თანახმად, ევროპელ ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ვლადიმერ პუტინი, ვოლოდიმირ ზელენსკი და თავად დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის გაიმართება შეხვედრა.