
გამოცემა Axios ანონიმურ ისრაელელ და არაბ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის ბაზების მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
წყაროს ინფორმაციით, ირანმა სულ მცირე 10 რაკეტა გაუშვა კატარის, ხოლო ერთი — ერაყის მიმართულებით.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ ვაშინგტონი ინფორმირებულია კატარში, ალ-უდეიდის ბაზის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ და ვითარებას ყურადღებით აკვირდება.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც, გავრცელებული ინფორმაციით, ჩანს კატარის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ალ-უდეიდისკენ გაშვებული რაკეტების მოგერიება.