30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონგ კონგში უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

30 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჰონგ კონგში უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2024 წლის 30 სექტემბრიდან, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთის ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.

"ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჰონგ კონგში და დაყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე.

უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა საქართველოსა და ჰონგ კონგის მხარეებს შორის აქტიური მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სტატუსიდან გამომდინარე, ჰონგ კონგს დამოუკიდებელი საიმიგრაციო და სავიზო პოლიტიკა გააჩნია", - წერია განცხადებაში.

28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა.