26 ნოემბრიდან შესაბამისი ბრძანების გაუქმებამდე პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
უსაფრთხოების ყვითელი დონის მოქმედებისას ვიზიტორებს პარლამენტში შესვლა ეკრძალებათ, მათ შორის არ უშვებენ არც ონლაინ მედიებს.
განცხადების თანახმად, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
განცხადებაში ირწმუნებიან, რომ ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებდა 25 ნოემბერსაც, როდესაც ქართულმა ოცნებამ ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა მოიწვია.