19:00 საათზე სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან მარშით მივლენ

19:00 საათზე სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან მარშით მივლენ

დღეს 19:00 საათზე რუსთაველის მეტროდან სტუდენტური მარში გაიმართება. ისინი მსვლელობით პარლამენტთან ერთად მივლენ.

"დღეს საქართველოში არსებული სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვიკრიბებით 19:00 საათზე რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ პარლამენტთან მსვლელობით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა.

ვიკრიბებით, რომ:

1. ვუთხრათ - არა რუსულ კანონს!

2. ვუთხრათ - არა რუსულ რეჟიმს!

3. ვუთხრათ - არა ძალადობას!

4. ვუთხრათ - კი ევროპას!

ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას! პასუხი ისევ ერთია - ვერ შეგვაშინებთ", – აცხადებენ ორგანიზატორები.