1500 ლარით დააჯარიმეს მოქალაქე ხათუნა ბერიძე, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ბათუმში ირაკლი კობახიძესა და ქართული ოცნების სხვა ლიდერებს მონა დაუძახა. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ მიიღო.
შემთხვევა ბათუმის ბულვარში, ივნისში მოხდა. მონას დაძახებისა და ვიდეოს გადაღების გამო კობახიძის თანმხლები პირები მოქალაქისკენ იწევდნენ, მოგვიანებით კი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.