"10 დღე ომის გარეშე" - ირპინელი ბავშვები საქართველოში

"10 დღე ომის გარეშე" - ირპინელი ბავშვები საქართველოში

"10 დღე ომის გარეშე" - პროექტის ფარგლებში უკრაინელი ბავშვები, თბილისის შემდეგ ყვარელს სტუმრობდნენ. ირპინიდან ჩამოსული მოზარდები მიხეილ სააკაშვილის სახლში იმყოფებოდნენ. მათ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა უმასპინძლეს. 28 უკრაინელი მოზარდი საქართველოში ათ დღეს გაატარებს. პროექტი რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის საშუალებით ხორციელდება, მათ შორისაა საქველმოქმედო ორგანიზაცია საუკ-2022, არასამთავრობო ორგანიზაციები - დასავლეთის ვექტორი და ukraina.ge. ეს უკრაინელი მოზარდების მე-5 ნაკადია საქართველოში. ომიდან ბავშვების დროებით გამორიდების იდეა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.